სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორამციით, სასაკლაოების მიერ 2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში 11339,9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით).აქედან 37,8 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32,9 % - ფრინველის, 15,1 % - ცხვრისა და თხის ხორცზე, 14,1 % - ღორის, ხოლო 0,1 %- სხვაზე.
რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 8480,8 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 44,6% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 39,1% - ფრინველის, 12,8% - ღორის, 3,4% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,004% - სხვ. მოდიოდა.
სტატისკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2018 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 21,0 % - ქვემო ქართლში, 15,0 % - კახეთში, 14,0 % - შიდა ქართლში, 12,0 % - იმერეთში, 10,0 % - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 28,0 % სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 186,8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 23,7 % მსხვილფეხა, ხოლო 76,3 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).
მომსახურება გაეწია 11,5 ათას პირს, საიდანაც 40,4 % შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1099 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 11,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 21,1 ლარი.