სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორამციით, 2018 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 24 ელევატორი ფუნქციონირებდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიდოში 37.
საქსტატის ინფორმაციით, ელევატორების უმრავლესობა ქვემო ქართლის (37,5 %) რეგიონში იყო განთავსებული. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ელევატორების 29,2 % ფუნქციონირებს შიდა ქართლში, 20,8 % ქ. თბილისში, 8,3%- სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 4,2 % გურიის რეგიონში.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 15 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 84 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1096 კაცით განისაზღვრა.
2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 143,9 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 77,8 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2018 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 60,6 მლნ. ლარის ღირებულების 84,7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 58,0 % იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 90,7%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 43,3%-ს, აგვისტოში - 40,2 %-ს, ხოლო სექტემბერში - 38,5%-ს.