საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ვივუსთან" დაკავშირებით გარკვეული პრობლემა იყო, თუმცა, მოლაპარაკებების ფაზა ამოწურული არ არის.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიდის და პრაქტიკულად მთავრდება მოლაპარაკებები.
„იყო პრობლემატური საკითხები, მათ შორის, ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებითაც, თუმცა, მოლაპარაკებების ფაზა ამოწურული არ არის და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც მოგვარდება პრობლემები", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.
როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, თავად „ვივუსმა“ თქვა უარი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.