ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა 1,8 მილიარდი დოლარი შესწირა ნიუ-იორკში მდებარე ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტს.
ამის მიზანი კი სასწავლებელში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, მაგრამ ფინანსების არმქონე სტუდენტებისთვის ხელშეწყობაა. ამის შესახებ ბლუმბერგი The New York Times-თან ინტერვიუსას საუბრობს.
„მე ვიფქრობ, ამერიკელების უმეტესობა დამეთანხმება იმ აზრში, რომ არ შეიძლება მაღალკლასელებისთვის დაიხუროს უმაღლესი სასწავლებლების კარი მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ან მათ ოჯახებს არ აქვთ ბევრი ფული საბანკო ანგარიშებზე. ეს ხდება მუდმივად. ყველა კოლეჯი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დოკუმენტების გაცნობისას სტუდენტების მიღების დროს ყურადღებას აქცევენ აბიტურიენტის გადახდისუნარიანობას. შედეგად კი დაბალ ან საშუალო შემოსავლიანი ოჯახის შვილებს უარს ეუბნებიან მიღებაზე, რათა ადგილები მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის შვილების შეუნახონ“, - განამარტა მილიარდერმა, რომელმაც 1964 წელს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი თავად დაამთავრა.
ამის შემდეგ სასწავლებლის დირექციამ გაავრცელა განაცხადება, რომ ეს შემოწირულობა საფუძველს დაუდებს სამომავლოდ მიღონ ისეთი ადამიანები, რომელთაც ძალიან მაღალი მიღწევები აქვთ განურჩევლად მათი მატერიალური მდგომარეობისა. უნივერსიტეტი ასევე შეძლებს სპეციალური ფინანსური დახმარების პაკეტების შეთავაზებას არა კრედიტის პირობებით, არამედ მოახდინოს აბიტურიენტთა ბაზის ფორმირება სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 44% უნივერსიტეტის დასრულებისას აგროვებენ 24 ათასი დოლარის ოდენობით ვალს. ბლუმბერგის გადაწყვეტილებამდე უნივერსიტეტის შემოწირულობის ფონდის მოცულობა 3,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ჰარვარდის უნივერსიტეტის 36 მილიარდთან შედარებით. ნიუ-იორკის ექს მერის შემოწირულობა კი უმსხვილესი ერთჯერადი შენატანი გახდა ამერიკის უნივერსიტეტების შემოწირულობებს შორის.
კოკა კვირკველია