ეკონომიკის მინისტრი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერაზე - ვერ ვხედავ ამაში ამომრჩევლის მოსყიდვას

„ვერ ვხედავ ამაში ამომრჩევლის მოსყიდვას“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სასესხო დავალიანების განულების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვერ ვხედავ ამაში ამომრჩევლის მოსყიდვას. ჩვენ გვაქვს იმის დასაბუთება, რომ ეს ინიციატივა დიდი ხანი მზადდებოდა. თუ რომელიმე ორგანიზაცია უარს აცხადებს თანამშრომლობაზე ამ პროექტის ფარგლებში, მე არ მგონია და არ მჯერა იმისი, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ, რომ ითანამშრომლოს. ეს არის ნებაყოფილობითი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

სასესხო დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში ამ ეტაპზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსი“ არ მონაწილეობს.