მეუბნებით, რომ 35 მილიონი ლარით მცირდება გზების მშენებლობა, რატომ? დავამთავრეთ დედაქალაქში გზების მშენებლობა?- ასე მიმართა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს, რომელიც საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
ხაბეიშვილი ასევე უფასო სასადილოების თემასაც შეეხო.
"თქვენ თქვით, რომ ტენდერი გამოცადდება, აბა წინასწარ რა ვიცით ფასი სოციალურად დაუცველს რამდენად გამოვკვებავთო. ერთ ლარად და ოც თეთრად რომ გამოაცხადებ ტენდერს, ლარად და ოცდახუთად ვერ მოიგებს. ვერავინ. თქვენ რაც გაქვთ ბიუჯეტში იმით უნდა გამოაცხადოთ.თქვით რომ შრომის ანაზღურების ზრდაში კანონი ხელს არ გვიშლისო და ამ ადამიანებს, რომ ნორმალური ულუფა მისცეთ ამაში გიშლით კანონი ხელს?" - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებას საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაური მოყვა.