შრომის ანაზღაურების კუთხით არც ერთი თეთრი არ ემატება მერს, მერის მოადგილეებს, დეპუტატებს და საქალაქო სამსახურის უფროსებს,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პროექტში შრომის ანაზღაურების მიმართულებით თანხის ზრდა განაპირობა ზედამხედველობის სამსახურის მუნიციპალურ ინსპექციად გადაკეთებამ და ახალი კადრების დამატებამ.
„ზედამხედველობის სამსახური გადაკეთდა მუნიციპალურ ინსპექციად, სადაც მას დაემატა ფუნქციები. აქ უკვე საჭირო იყო დამატებითი კადრები, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ დაემატოს. ამან განაპირობა შრომის ანაზღაურების კუთხით ზრდა. არც ერთი თეთრით არ იზრდება შრომის ანაზღაურება თბილისის მერის, მერის მოადგილეების, დეპუტატების, საქალაქო სამსახურების უფროსებისა და მოადგილეების", - განაცხადა ზარქუამ.