იპოთეკით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

იპოთეკით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.მათი განცხადებით, ისინი ხელისუფლებას 2012 წელს დაპირებული დაბალი და გრძელვადიანი კრედიტების გაცემას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, საბანკო დავალიანების გამო საცხოვრებელი სახლები დაკარგეს და ღია ცის ქცეშ ცხოვრობენ.

„დაბალი და გრძელვადიანი კრედიტები აუცილებელია. დაგვპირდნენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ვითხოვთ, რომ ჩვენც გაგვითვალისწინოს ხელისუფლებას",- აცხადებს აქცის ერთ-ერთი მონაწილე.

„მისასალმებელი ის, რომ ხელისუფლებამ დაიწყო იმ საბანკო და საფინანსო პოლიტიკის ნგრევა, რომელიც წინა ხელისუფლებამ ფინანსური ტერორის სისტემის შედეგად დაამკვიდრა, რომლის შედეგადაც ათასობით ოჯახი საკუთარი უძრავ- მოძრავი ქონების გარეშე დატოვა. უამრავმა ადამიანმა თავი მოიკლა ვალების გადაუხდელობის გამო, უამრავი ადამიანი ციხეებში გამოკეტეს, რათა წაერთმიათ. ახლა კი პოზიტიური ნაბიჯები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.