1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6741 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0148 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0581 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0369 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0212 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.