კორპორაცია Apple-მა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში iPhone-ის ახალი სამი მოდელის წარმოება შეამცირა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მონაცემებით, სიახლეებზე მოთხოვნის სიმცირის გამო, რომელიც მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა, ასევე კომპანიის მიერ ბევრი ახალი მოდელის ბაზარზე გამოტანის გამო, კომპანიას გაუჭირდა იმის პროგნოზირება, რამდენი კომპონენეტი და აპარატი დასჭირდებოდა მას.
წყაროს ცნობით, ოქტომბრის ბოლოს კომპანია მივიდა გადაწყევტილებამდე კორექტირება მოეხდინა iPhone XR-ის წარმოების და ის მესამედით შეამცირა. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს გასულ კვირას Apple-მა მომწოდებელი კომპანიები გააფრთხილა სამომავლოდ ამ მოდელის წარმოების შეზღუდვაზე.
კორპორაციამ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაზეთთან კომენტარი არ გააკეთა.
როგორც ცნობილია, Apple-მა სამი ახალი მოდელი iPhone-ი: iPhone XR, iPhone XS და iPhone XS Max სექტე,ბერში წარადგინა.
კოკა კვირკველია