სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებულ ჯანდაცვის დაზღვევის პოლისებს მოსახელობის მხოლოდ 15% ფლობს.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 3 კვარტალში 17 სადაზღვევო კომპანიას ჯამში 553 675 მოქმედი პოლისი აქვს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 0,07%-ით აჭარბებს. შარშან ჯანმრთელობის პოლისების რაოდენობა 549 524-ს შეადგენდა.
სამედიცინო დაზღვევის ბაზარი ძირითადად 5 კომპანიაზეა გადანაწილებული: ,,ჯი პი აი ჰოლდინგი“-ბაზრის 31%-ს ფლობს, ,,იმედი L“-26%-ს, ,,არდი“-12 %-ს, ,,პსპ დაზღვევა“-7%-ს, ხოლო ,,ირაო“-6%-ს. დანარჩენი 18% კი ბაზრის სხვა მოთამაშეებზე ნაწილდება.
რაც შეეხება პრემიას, სტატისტიკის მიხედვით წელს 9 თვეში ჯამში სამედიცინო დაზღვევის სეგმენტიდან, კომპანიებმა მიმდინარე 172,4 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7%-ით აჭარბებს.