ამერიკამ რუსეთის სამ კომპანიასა და ექვს ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა, რაც რუსეთის დახმარებით ირანიდან სირიის მთავრობისთვის ნავთობის მიწოდებას უკავშირდება.

ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი იუწყება.

სასანქციო სიაში სამი რუსული ორგანიზაცია მოხვდა: „მირ ბიზნეს ბანკი“, „Global Vision Group“ და „პრომსირიოიმპროტი“. სანქციები დაუწესდა ექვს ფიზიკურ პირსაც, მათ შორის „პრომსირიოიმპორტის“ გენდირექტორის მოადგილეს.

როგორც ცნობილია, 5 ნოემბერს ამოქმედდა აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკამ ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში გაუუქმა.