რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე

საქართველოს ნაკრებმა D ლიგის I ჯგუფში გამარჯვებით საკმაოდ სოლიდური "შემოსავალი" მიიღო.როგორც ცნობილია უეფამ ერთა ლიგის მონაწილეებს პრემიალური თანხები დაუწესა, 10 ოქტომბერს კი მისი ოდენობა გაზარდა, ხოლო სოლიდარობის ფონდიდან შემოსავლებმა ევროპის 55 ეროვნული ასოციაციისთვის 50%-ით მოიმატა.

ანუ, თუ თავიდან D ლიგის ჯგუფში გამარჯვებისთვის 500 ათასი ევრო იყო დაწესებული, ახლა 250 ათასი დაემატა და 750 ათასი გახდა.

ასევე უეფას გადაწყვეტილებით, ჯგუფების გამარჯვებულების ბონუსები გაზარდა და პირველ ადგილზე გასულებს 750 ათასი ევრო კიდევ დაუმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა  1,5 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა.

დივიზიონების ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის სოლიდარობის ფონდის შემოსავლებს მხოლოდ A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს. საბოლოოდ, გამარჯვებულის ბიუჯეტი 10,5 მილიონი ევროთი შეივსება. 

წყარო: lelo.ge