სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ, ავტომობილების რეექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 40 397ავტომობილი გავიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90,5%-ით მეტია, ხოლო მთლიანი წლის მაჩვენებელზე 44,2%-ით.
ქვეყნიდან ავტომობილების რეექსპორტის ზრდას , საავტომობილო სფეროს ექსპრტები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათი თქმით, ეს განაპირობა, ლიბერალურმა სავიზო რეჟიმმა, პარტნიორ ქვეყნებში საბაჟო პროცედურების გამარტივებამ და ასევე, საქართველოში აპრობირებულმა საჭის გადატანის მეთოდმა.
რაც შეეხება ციფრებს, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 517,7 მლნ. დოლარამდე შემცირდა, 2015 წელს ავტომობილების რეექსპორტმა 179,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მხოლოდ 12 159 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ჯამში 131 634,1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.
2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 40 397 ერთეული ავტომანქანა გავიდა, რაც თანხობრივ ნაწილში 294 607,9 ათასი აშშ დოლარია.
მსუბუქი მანქანების რეექსპორტით პირველ ადგილზეა სომხეთი, იქ 10 თვეში 22 575 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. 7 955 ავტომობილი გავიდა აზერბაიჯანში, 6 698 - უკრაინაში, 1 218 რუსეთში და 823 ერთეული ყირგიზითში.
გარდა ყირგიზეთისა, გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი შუა აზიის სხვა ქვეყნებშიც, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში. თუ 2017 წელს ორივე ქვეყანაში ერთად 26 ერთეულ ავტომობილზე მეტი არ გავიდა, წელს 10 თვეში ექსპორტმა 166 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, 2018 წლის 10 თვეში შვეიცარიაში 69 ერთეული მანქანა გავიდა, ბელგიაში - 58, გერმანიაში - 37, ბულგარეთში - 16 და ა.შ.
„რობანი მოტორსის“ თანადამფუძნებელი, საავტომობილო სფეროს ექსპერტი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ წელს უცხოელების მხრიდან საქართველოს ბაზრისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „2017 წელს ბაზარზე სხვადასხვა წვრილი უცხოელი მეწარმეები არ იყვნენ, წელს კი გაჩნდნენ. მაგალითად, არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოდიან დიდი ავტომზიდებით და მიაქვთ მანქანები კერძო ფიზიკური პირებისთვის. ანუ, ისინიც თავის მხრივ რეალიზაციას ეწევიან. ამ მხრივ საკმაოდ გააქტიურებულია აზიის ქვეყნები. ალბათ, ჩვენი ეკონომიკური გუნდის დამსახურეებაა, რომ მათთან საბაჟო პროცედურები დარეგულირდა, ახლა ეს ქვეყანა ისევ გააქტიურდა. მართალია, ჩვენთან საბაჟო პროცედურები არ გამარტივებულა, მაგრამ იმ ქვეყნებში გამარტივდა, ვისაც ჩვენგან ავტომობილები მიჰყავს. სავარაუდოდ, ეს საკითხი ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე, მოლაპარაკებების დროს გადაწყდა“,-აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.
მისი თქმით, ავტომობილების რეექსპორტის ზრადაში ერთ-ერთი მთავარი როლი გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა ითამაშა, რადგან დღეს საქართველოში მოქმედ ნიბისმიერ ავტოდილერს შეუძლია ევროპის ქვეყანში ხვალვე ჩაფრინდეს და სასურველი მანქანა ზემდმეტი დანახარჯების გარეშე, უმოკლეს დროში ჩამოიყვანოს, რაც უცხოელი დილერებისთვისაც მომგებიანია.
„ავტომობილების რეესპორტის პროცესში ევროპასთან გამარტივებული მიმოსვლა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ნებისმიერ დროს შემიძლია ვნახო ჩემთვის სასურველი მანქანა, ხვალვე ავიღო ბილეთი, გადავფინდე და წამოვიყვანო. ეს ყველაფერი ძალიან უწყობს ხელს საავტომობილო ბაზარს. იმიტომ, რომ როდესაც ავტომანქანაში მე არ მიწევს დამატებითი ხარჯების გადახდა და არც პროცესი იწელება დროში, ეს ავტომობილების უცხოელი დილერებისითვისაც ხელშემწყობი ფაქტორებია“,-აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.
რაც შეეხება წელს დაფიქსირებულ უჩვეულო შემთხვევას, როდესაც საქართევლოდან მანქანები შევიცარიაშიც გავიდა, „რობანი მოტორსის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ იქ ძირითადად საქართველოში აშშ-დან და იაპონიიდან იმპორტირებული სპორტული მანქანები გადის.
„ჩვენ ვართ ჰაბი და ვფიქრობ, რომ ავტომობილების რეექსპორტით რეგიონში ლიდერობა უნდა იყოს სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მე მხოლოდ საქართველოს ბაზარზე რომ ვიყო ორიენტირებული და ჩამოვიყვანო მხოლოდ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული ავტომობილები, მინიმუმ 3-4 თვე ეს საქონელი უნდა გამიჩერდეს. შესაბამისად, ვცდილობ, ერთეულებით ჩამოვიყვანო ადგილობრივი ბაზრისთვის. ეს ყველაფერი კი, საცოციალური მდგომარებიდან გამომდინარეობს, თორემ, ახალი მანქანა ყველას უნდა, უბრალოდ ჩვენი ჯიბე არ წვდება. ამიტომ, რეექსპორტისთვის ჩამომაქვს 5 ავტომობილი და ადგილობრივი ბაზრისთვის 2. ის მაინც ვიცი, რომ ეს 2 თუ არ გამეყიდა, რეექსპორტით ზარლს არ მივიღებ“,-აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.
ავტოიმპორტიორი კომპანია „იამოტოს“ ხელმძღვანელი პაატა მაისურაძე ავტომობილების რეექპორტის გაზრდის ცოტა განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ეს განაპირობა სომხეთში დიდი რაოდენობით ავტომობლების გატანამ, ასევე საქართველოში აპრობირებულმა საჭის გადატანის მეთოდმა.
„მე ვფიქრობ, რეექსპორტის ზრდა საქართველოზე დამოკიდებული არ არის. ეს უფრო განაპირობა სომხეთისა და რუსეთის ფაქტორმა. მოგეხსენებათ, სომხეთი შედის რუსეთის სავაჭრო ზონაში, შესაბამისად, სომხეთში გატანილი ავტომობილები შემდეგ გაედინება აღნიშნულ სავაჭრო ზონაში. შუა აზიის ქვეყნებში გაზრდილი რეექსპორტიც ამან განაპირობა. გარდა ამისა, გვაქვს ზღვა, ჩვენთან აპრობირებულია საჭის გადატანა, ანუ, მარჯვენასაჭიანი შემოდის, საჭე გადააქვეთ და შემდეგ გადის რეექსპორტზე. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა რეექპორტის ზრდაზე“,-აცხადებს პაატა მაისურაძე.