თბილისში ბრიტანული ბრენდის, Superdry-ს ოფიციალური წარმომადგენლობა შემოვიდა.მაღაზია ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. 24 ნოემბერს კი ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი. მაღაზია „თბილისი გალერის“ მეორე სართულზე 120 კვ/მ ფართობზეა განთავსებული.
Superdry-ს თბილის დირექტორის, თამუნა კალანდაძის განცხადებით, ბრენდი ქართულ ბაზარზე განვითარებას აპირებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, სად განთავსდება Superdry-ს შემდეგი მაღაზია. მისივე ინფორმაციით, გახსნის დღესთან დაკავშირებით, მაღაზია მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
თამუნა კალანდაძის ინფორმაციით, საქართველში Superdry-ს პროდუქცია ევროპულ საიტთან შედარებით დაბალ ფასში გაიყიდება.
„მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია, თუმცა ჩვენ გავითვალისწინეთ ქართველი მომხმარებლები და ვეცადეთ ფასები ევროპულ ფასებთან შედარებით დაბალი ყოფილიყო. გეტყვით იმასაც, რომ მყიდველებს საიტიდან გამოწერა უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე პროდუქციის ჩვენთან შეძენა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“-აღნიშნა თამუნა კალანდაძემ.
მაღაზია „თბილისი გალერის“ პრონციპით 10-დან 10 საათამდე იმუშავებს. როგორც თამუნა კალანდაძე განმარტავს Superdry-ს მომხმარებლები ზუსტად ისეთი ხარისხის პროდუქციას მიიღებენ საქართველოში, როგორსაც ევროპის სხვა ქვეყანაში. მისი განმარტებით, ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა თავის სტანდარტებს საქართველოში 100%-ით იცავს.
Superdry თანამედროვე ბრიტანული ბრენდია, რომელიც ამ დროისთვის 46 ქვეყანაში ოპერირებს. „სუპერდრაის“ პირველ მაღაზიას Cult Clothing ერქვა და ის 1985 წელს ინგლისის ქალაქ ჩელტნემში გახსნეს. კომპანიამ გაფართოება 1990 წელს დაიწყო. მაღაზია ლონდონში 2004 წელს გაიხსნა და Superdry მაშინ ეწოდა.
ქრისტინე გამთენაძე