დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის იმიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო.

„დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დანიის სამეფოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად დანიური მხარე საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2018 წლის 21 ნოემბრიდან.