სესხების განულების პროგრამა არის არა სამთავრობო ინიციატივა, არამედ ორ სუბიექტს შორის გადაწყვეტილება - აქ მთავრობა მხოლოდ შუამავალი იყო,- ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.
ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე ჯერ კიდევ ივნისის თვეში, გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე იყო საუბარი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები მისი გადასახდელი იქნებოდა“.
“როდესაც გიორგი კვირიკაშვილს, ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ის ცნობილი “გარკვევა“ იყო, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას ამათი შეცდომების დაფარვა მოუწევდა. ეს იყო ივნისში. მაშინ არჩევნები არ იყო და ის, რომ ხალხისათვის ჭარბვალიანობის შემცირების ხელშეწყობა მომხდარიყო, ეს პროგრამა მაშინ იწერებოდა“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.