პიკის საათებში თბილისში გადაადგილება უკვე მეტროთიც შეუძლებელი ხდება.როგორც ჩანს გაუსაძლისი საცობების გამო მგზავრები სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით მგზავრობაზე უარს ამბობენ და მიწისქვეშ ჩასვლას ამჯობინებენ. ამიტომ, მატარებლებს შორის 3-წუთიანი ინტერვალიც კი აღარ არის საკმარისი, რომ მეტრომ მგზავრები დაიტიოს.
"პიკის საათებში "მარშუტკით" გადადგილება შეუძლებელია, 2 საათი მიწევს ხოლმე საცობში დგომა. ამიტომ საღამოს საათებში მეტროს ხშირი მგზავრი გავხდი. თუმცა, ამ ბოლო დროს მეტროშიც ძალიან ბევრი ხალხია - სადგურის მოედანზე გადადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია ხალხის ნაკადის გამო" - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა ორი დღის წინ მეტროში არსებულ მდგომარეობაზე. თუმცა, ვინც მეტროთი მგზავრობთ, შეამჩნევდით რომ ეს პრობლემა თითქმის, ყოველდღიური გახდა.
AMBEBI.GE აღნიშნულთან დაკავშირებით "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შეფერხება მეტროს გადაადგილებაში არ ყოფილა და პრობლემა, სავარაუდოდ ხალხის დიდმა ნაკადმა გამოიწვია.
"გადავამოწმე სპეციალური შემოწმებების გვერდზე, სადაც შემოდის ინფორმაცია შეფერეხებასთან დაკავშირებით და რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ალბათ, მოხდა ის რომ ძალიან ბევრი ხალხი ჩავიდა. არის ხოლმე პერიოდი, პიკის საათებში განსაკუთრებულად ბევრი ხალხი მიაწყდება მეტროს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად არის გაზრდილი. იცით რომ პიკის საათებში მატარებლების მოსვლის ინტერვალი 3 წუთამდეა შემცირებული - დამატებითი შემადგენლობის რეაბილიტაცია მოხდა და ისინი უკვე მუშაობენ ხაზზე" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. განაგრძეთ კითხვა