საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი დაამტკიცა, რომელიც მერიას გადაეგზავნება

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი დაამტკიცა, რომელიც მერიას გადაეგზავნება.

თბილისის საკრებულოში სხდომა დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. აღნიშნულის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დატოვეს, თუმცა სხდომა მათ გარეშე გაგრძელდა.

საკრებულოს დეპუტატებს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ მიმართა და 2019 წლის თბილისის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში უმრავლესობის წინადადები წარუდგინა..