ეკონომიკის კონსულტთა საბჭოს ხელძღვანელის კევინ ჰასეტის განცხადებას ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანზაიციიდან გარიცხვის თაობაზე არის აბსურდული და ქედმაღლური დამოკიდებულება აშშ-ს მხრიდან.ამის შესახებ დღე გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გენ შუანმა განაცხადა.
„მსო - ეს არის მრავალმხრივი ორგანიზაცია, მისი ყველა წევრი არის თანასწორი. ეს არ არის ამერიკის უფლება ცალმხრივად გადაწყვიტოს ჩინეთის მსო-ს წევრობა. მსგავსი განცხადება ახდენს ამერიკის ქედმაღლურ დამოკიდებულებას. დღეს ისინი საუბრობენ ჩინეთის გარიცხვაზე და ხვალ ვისზე ისაუბრებენ? თუ მე მეხსიერება არ მღალატობს, აქამდე თავად შტატებს სურდა მსო-ს დატოვება და ამაზე განცხადებასაც აკეთებდა. ახლა კი ჩინეთის გარიცხვაზე ალაპარაკდნენ, რაც აბსურდია“ - განაცხადა დიპლომატმა.
გენ შუანმა ასევე გაიხსენა, რომ ბოლო დროს სწორედ შტატებმა შეწყვიტეს საკუთარი წევრობა ისეთ ორგანიზაციებში როგორებიცაა „იუნესკო“,ადამიანის უფლებების გაეროს საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირი.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის ემხრობოდა ღია ეკონომიკური ურთიერთობების მშენებლობის იდეას და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის შექმნას.
კოკა კვირკველია