Samsung-ი 6-კამერიან სმარტფონს გამოუშვებს

კომპანია Samsung -ის ახალ ფლაგმანზე Galaxy S10-ზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც კომპანიის სამოდელო გამაში არსებული ტოპ მოდელი მიიღებს 6 კამერას. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, ახალ სმარტფონზე მუშაობა მიმდინარეობს კოდური სახელწოდებით Beyond X. ის ასევე მიირებს 6,7-დიუმიან ეკრანს და ექნება 5G ქსელის მხარდაჭერა. ამასთან, კომპანია გეგმავს დამატებით სამი სმარტფონის გამოშვებას, რომელთა ეკრანის დიაგონალი იქნება 5,8 და 6,4 დიუმებს შორის.

ოთხივე მოდელის გამოშვება დაგეგმილია მომავალი წლის თებერვალში, საკუთარ წვეულებაზე, ხოლო ამ ღონისძიებიდან ერთი თვის შემდეგ მოხდება რბილეკრანიანი (კეცვადი ეკრანის) მქონე მოდელის წარმოება, რომლის კონცეპტიც კომპანიამ მიმდინარე თვეს წარმოადგინა.

სექტემბერში კომპანიამ გამოაცხადა, რომ არ გეგმავს დაბალბიუჯეტიანი Galaxy J ხაზის სმარტფონების წარმოებას. წყაროს ცნობით, მათ ნაცვლად კომპანია გააფართოვებს Galaxy A ხაზს, რომელიც დიდი წარმატებით ეყიდება. ამავდროულად, საუაბრია სრულიად ახალი Galaxy M ხაზის წარმოდგენაზეც. აღნიშნული გადაწყვეტილებებს კომპანია აზიის ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციით ხსნის.

კოკა კვირკველია