საქართველოს ეროვნული ლატარია რვათვიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს.
ამ მოკლე პერიოდში გაცემული მოგების საერთო რაოდენობამ 11 მილიონი ლარი შეადგინა, მოგებულები ადამიანების რაოდენობამ კი მილიონ-ნახევარს მიაღწია.
"რვა თვის განმავლობაში უკვე მეორედ გათამაშდა ჯეკპოტი. ტირაჟიანი ლოტო „6/36“-ის პირველი ჯეკპოტის – 857 007 ლარის მფლობელი გახდა პენსიონერი ლალი ზურაბიშვილი, ხოლო მეორე ჯეკპოტი – 547 235 ლარი წილად ხვდა, ასევე, პენსიონერს თბილისიდან ივანე სომხიშვილს, რომელსაც მოგებულ თანხა უახლოეს მომავალში გადაეცემა.
საქართველოს ეროვნული ლატარიის რვა პროდუქტი: ლოტო „6/36“ და ონლიანლოტო „5/35 – ოქროს ბურთი“, მომენტალური გათამაშებები „საახალწლო“, „ფარაონი“, „შვიდიანი“, „სამი შანსი“, „ჯოკერი“ და „ოქროს საწმისი“ ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. „6/36“-ისა და „5/35“-ის ბილეთების შეძენა კი სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია – საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე: www.lotto.ge;
მოგება შეუძლია ყველას! იყავი შემდეგი, შემოუერთდი ლატარიის გამარჯვებულთა უდიდეს არმიას. საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ მოგებას!", - აცხადებენ კომპანიაში.