სოროსის ფონდი კონგრესს Facebook-ზე ზედამხედველობის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

ფინანსისტის ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ კონგრესს მიმართავს, რომ გააძლიეროს ზედამხედველობა კორპორაცია Facebook-ზე კონსალტინგური კომპანია Definers Public Affairs-ის დაქირავების გამო.

ეს უკანასკნელი, ფონდის ინფორმაციით, კორპორაციის კრიტიკოსების დისკრედიტაციას ახდენდა, მათ შორის, თავად ბიზნესმენისაც. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემამ „ღია საზოგადოების“ ოფიციალურ წარმომადგნელს პატრიკ გასპარდს სთხოვა კომენტარი Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტის ელიოტ შრეიჯის გადაწყვეტილებაზე, რომელიც თავის თავზე იღებს Definers Public Affairs დაქირავებას. როგორც ცნობილია, შრეიჯმა აღიარა, რომ მათ სთხოვეს ამ კომპანიას „ჩართულიყო საქმიანობაში, კონკურეტებთან დაკავშირებით“, თუმცა დასძინა, რომ მათ არ უთხოვიათ მისთვის შეექმნა და გაევრცელებინა ფალსიფიცირებული ინფორმაციები.

„ე.ი. Facebook ცდილობს გაგვიფუჭოს მადლიერების დღე აღიარებით, რომ მისმა ხელმძღვანელობამ დაავალა Definers-ს გააშავოს ჯორჯ სოროსი, იმის გამო, რომ მან საჯაროდ გააკრიტიკა მათი კონტროლიდან გასული ბიზნესი. მაპატიეთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა კონგრესის მხრიდან დამოუკდებელი ზედამხედველობა. „ღია საზოგადოება“ სიამაყით აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძვიან ფეიკ ნიუსების გამავრცელებელ პლატფორმებს. ამ ორგანიზაციების ნაწილი შეუერთდა კამპანიას „თავისუფლებაFacebook-ისგან“, თუმცა ჩვენს ფონდს მათთვის არ გადაუხდია“ , - განაცხადა მან.

15 ნოემბერს The New York Times-მა დაწერა, რომ Facebook თანამშრომლობდა Definers Public Affairs-თან, რომელიც მასთან დაკავშირებულ ახალი ამბების საიტებზე კომპანია Google და Apple-ზე კრიტიკულ სტატიებს ავრცელებდა. გამოცემის ცნობით, Facebook-მა Definers-ი დაიქირავა ინტერნეტში მასთან დაკავშირებული ინფორმაციების თვალის დევნებისა და მონიტორინგისთვის, რომელიც Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ქვეყნდებოდა. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, Definers Public Affairs ასევე ცდილობდა Facebook-ის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებებით გამოსული პირებზე მადისკრედიტირებელი ინფორმაციების გაევრცელებინა , მათ შორის, იყო ჯორჯ სოროსიც, რომელმაც იანვარში განაცხადა, რომ Google და Facebook ბაზრის მონოპოლიზირებას ახდენენ, ხელს უშლიან ინოვაციებს და მათ სერვისებზე დამოკიდებულებას უწობენ ხელს.

ჯორჯ სოროსი არის ჰეჯ-ფონდ Soros Fund Management-ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში. ჟურნალ Forbes -ის მონაცემებით, მისი კაპიტალი 25 მილაირდ დოლარს შეადგენს.

კოკა კვირკველია