ბიზნესომბუდსმენს საერთო სასამართლოების სისტემაში “სასამართლოს მეგობრის“ ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა ენიჭება

ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება “სასამართლო მეგობრის” ფუნქციის შესრულების ნაწილში.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.

“საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ წარუდგინეს.