მეხანძრე-მაშველების აღჭურვა GRISPORT-ის სპეცფეხსაცმლით მოხდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იტალიურ კომპანია GRISPORT-ისგან მეხანძრე-მაშველებისთვის 4000 წყვილ სპეციალურ ფეხსაცმელს შეიძენს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის „ფესბუკ“ გვერდიდან ხდება ცნობილი, მეხანძრე-მაშველების სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის 677 600 ლარი გამოიყო.

„ფეხსაცმელი 2 წლიანი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა და თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“,-წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის „ფესბუკ“ გვერდზე.