„შავი პარასკევი“ თბილისში - ფასდაკლებები, რომელსაც სავაჭრო ცენტრები მომხმარებლებს სთავაზობენ

„შავი პარასკევი“ – იგივე სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღე, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრები დღეს, დილის 10-დან 12 საათამდე მოხმარებლებს პროდუქციაზე 10%-დან 70%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ.

„ბიზნესპრესიუსი“ დაინტერესდა, დიდი სავაჭრო ობიექტებში, „შავი პარასკევის“ ფარლებში, საშუალოდ რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებებია.

როგორც „ისთ ფოინთის“ ვებ გვერდზეა აღნიშნული, Black Friday-ზე ცენტრში შემავალი მაღაზიები საშუალოდ, 10%- დან - 70%-მდე ფასდაკლებას აცხადებენ.

კერძოდ:

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღზიები - 20%-დან - 60%-მდე;

კოსმეტიკისა და აქსესუარების მაღაზიები - 10 -%-დან 70%-მდე;

ტექნიკის მაღაზიები (მათ შორის, კარფური) - 10%-დან 70%-მდე.

„თბილისი მოლი“ საშუალოდ, 15%-დან 50%-მდე ფასდაკლებას აცხადებს:

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები -20%-დან - 50%-მდე;

კოსმეტიკა და აქსესუარები -15%-დან - 50-მდე;

ტექნიკის მაღაზიები - 50%-მდე ფასდაკლებას.

„გალერია თბილისის“ ვებგვერდზე ფასდაკლებები 15%-დან 50%-მდე მერყეობს.

კერძოდ:

ტანსაცმელისა და ფეხსაცმლის მაღაზიებში - 15%-დან - 60%-მდე;

კოსმეტიკა და აქსესუარები -10-დან 50%-მდე.

ცნობისთვის, „შავი პარასკევი“ - აშშ-ში მადლიერების დღის მეორე დღეა, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. Black Friday-ზე აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. მისი სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს.

„შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება და ამერიკაში პროდუქციაზე 80%-იანი ფასდაკლებაც კი არის დაწესებული.

ნინი ქეთელაური