2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 9,081 ოპერაცია განხორციელდა.
ამავე პერიოდში, უცხოელების მიერ დახარჯულმა თანხამ 1,802 მლრდ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ოქტომბერს, წელს უხოელებმა ბარათებით 193,9 მლნ ლარი დახარჯეს, რაც თითქმის 48 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში უცხოელებმა საბანკი ბარათებით 146,1 მლნ ლარი დახარჯეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, ოქტომბერში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 100,4 მლნ ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 93,5 მლნ ლარის.