მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები იკლებს. პარასკევის ვაჭრობის შედეგად, „Brent“-ის მარკის ნავთობის ფასი 5,85 %-ით შემცირდა და 2017 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ, პირველად ჩამოვიდა ბარელზე 59 დოლარის ნიშნულზე.
რაც შეეხება „WTI“ მარკის ნავთობს, მისი ფასი 6.79 %-ით შემცირდა და 50 დოლარი და 92 ცენტრი შეადგინა. მთლიანად, მიმდინარე კვირაში, 19 ნოემბრიდან, „Brent“-ის მარკის ნავთობზე ფასი 12 %-ით, „WTI“ მარკის ნავთობზე კი 10 %-ით შემცირდა. ეს კი ექსპერტების შეფასებით, 2016 წლის იანვრის შემდეგ, ყველაზე დიდი ყოველკვირეული ფასდაკლების მაჩვენებელია.