„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში ცნობილი ევროპული ბრენდის „იტონგის“ ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობა დაიწყო

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში ცნობილი ევროპული ბრენდის „იტონგის“ (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობის პროცესი დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დაათვალიერეს.

„ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქარხანა მომავალ წელს გაიხსნება, რომელიც ევროპული სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს მიაწვდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.