ამერიკაში „შავი პარასკევის“ გაყიდვები ორშაბათამდე პერიოდის განმავლობაში 5,1%-ით მოიმატებს და 60 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ანალიტიკური კომპანია Customer Growth Partners-ის მიერ მომზადებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, ამერიკაში დაფიქსირებული ცივი ამინდების გამო სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის დიდი რაოდენობა არ დაფიქსირებულა, თუმცა არსებული სურათი მთლიანად შეესაბამებმა იმ პროგნოზსს, რომელიც კომპანიამ დადო.
როგორც ტელეკომპანია ABC ინტერნეტ-ვაჭრობის ექსპერტზე ჯონ კოპლენდზე დაყრდნობით იუწყება, მხოლოდ პარასკევს განხორციელებეულმა ინტერნეტ-ვაჭრობამ 3,7 მილაირდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შესადებით 30%-ით მეტია.
მთლიანობაში კი წინასაშობაო ფასდაკლებებზე, რომელიც „შავი პარასკევიდან“ იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება, გაყიდვების მოცულობამ შესაძლოა, 720 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4,8%-ით მეტი იქნება. ასეთ პროგნოზს აკეთებს ამერიკის საცალო ვაჭრობის ფედერალური სამსახური, - წერს Associated Press-ი.
კოკა კვირკველია