მსოფლიოში ნავთობზე ფასი კვლავ იკლებს

მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბირჟებზე ნავთობზე ფასები კლებას განაგრძობს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად საღამოსთვის ერთ ბარელ Brent მარკის ნავთობის ფასი 59 დოლარზე დაბლა დაეშვა, რაც 2017 წლის ოქტომბრის მინიმუმია.

Brent -ის იანვრის ფიუჩერსებზე თბილისის დროით 20 საათისთვის ბარელზე ფასმა 3,87 დოლარით იკლო და 58,73 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ამერიკულ WTI ნავთობის ფასს, ის 3,59 დოლარით შემცირდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჯებზე გამართული ვაჭრობისას და ბარელზე 51,05 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათიდან მოყოლებული Brent - 12%-ით, ხოლო WTI - 9,6%-ით არის შემცირებული.

სანავთობო ბაზარი მინუსებში ასრულებს კვირას უკვე ზედიზედ მეშვიდე კვირაა, რაც ბოლოს 2015 წელს დაფიქსირდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნავთობტრიდერების პესიმიზმმა იმ დონეს მიაღწია, რომელიც სანავთობო ბაზრის კრახის დროს 2014 წელს ფიქსირდებოდა - წერს Bloomberg.

ნავთობის ფასის გაიაფებაზე ამ დრომდე მოქმედებს მოთხოვნაზე ზრდის შენელება და მიწოდების ზრდა.

კოკა კვირკველია