მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის - ბიტკოინის ფასმა დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ვარდნა განიცადა.
პირველად 2017 წლის სექტემბრის შემდეგ მისი ღირებულება 4000 დოლარს ჩამოსცდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას MarketWatch ავრცელებს.
ვაჭრობის მსვლელობისას ამ კრიპტოვალუტის ფასმა თბილისის დროით 00:17 წუთისთვის 3861 დოლარამდე იკლო.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 5000 დოლარამდე შემცირდა. ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში ბიტკოინი 20%-ით არის გაუფასურებული, რაც ძირითადად განპირობებულია გაურკვევლობით, რომელიც ინვესტორებს ამ ვალუტის მიმართ აქვთ.
კოკა კვირკველია