აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დადებითი შეფასება მისცა იმ აფქტს, რომ მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს და ეს მის დამსახურებად გამოაცხადა.
მან ასევე გაამახვილა ყურადღება აშშ-ში ინფლაციის დონის შემცირებაზეც. აღნიშნულის შესახებ განცხადებები მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განათავსა.
„რა შესანიშნავია, რომ ნავთობზე ფასები მცირდება, უთხარით მადლობა პრეზიდენტს“, - დაწერა ტრამპმა.
„დაამატეთ ამას სხვა კარგი ეკონომიკური ახალი ამბავიც, გადასახადების მნიშვნელოვნად შეკვეცა (საუბარია, საგადასახადო რეფორმაზე , რომელის ტრამპმა კონგრესში შეიატანა). ამასთან, ინფლაციის დონე დაბლა იწევს. ყურადღება მიაქციეთ ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას“ - დაწერა ტრამპმა და მიანიშნა ფედრეზერვზე, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებდა მის მიერ საპროცენტო განაკვეთის მაღლა აწევის გამო.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბირჟებზე ნავთობზე ფასები კლებას განაგრძობს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ ბარელ Brent მარკის ნავთობის ფასი 59 დოლარზე დაბლა დაეშვა, რაც 2017 წლის ოქტომბრის მინიმუმია. რაც შეეხება ამერიკულ WTI ნავთობის ფასს, ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჯებზე გამართული ვაჭრობისას 3,59 დოლარით შემცირდა და ბარელზე 51,05 დოლარი შეადგინა.
კოკა კვირკველია