თამბაქოს იმპორტი 108%-ით გაიზარდა

მიმდინარე წელს თამბაქოს იმპორტ-ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, სიგარეტის იმპორტმა 138 280 600 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 66 200 000 დოლარით აღემატება.

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების ექსპორტმა 117 039 800 ამერიკული დოლარი შეადგინა; მაშინ როცა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ეს მონაცემი - 22 787 400 დოლარი იყო.

ცნობისთვის, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10, 305 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 2,751 მლრდ დოლარი, ხოლო იმპორტი 7, 555 მლრდ დოლარი იყო.