საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბერში ექსპორტი წლიურად 15.0%-ით გაიზარდა და 303.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 867.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 20.7%-ით გაიზარდა და 565.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბერში, უმსხვილეს როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში სიგარეტი მოხვდა, საიმპორტოში კი მობილური ტელეფონები.
რაც შეეხება სტატისტიკას, 2018 წლის ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო საქონელი იყო: სპილენძი - 15,4%; ავტომობილები 11,5%; ფეროშენადნობები 11%; ღვინო - 5,7 %; მედიკამენტები 4,4%; სიგარეტი 4, 3%; ალკოჰოლური სასამელი - 4%; წყლები - 3%, სასუქი - 2,9%.
2018 წლის ოქტომბერში უმსხვილეს საიმპორტო საქონელის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: ნავთობი - 9,7%; ავტომობილები - 6,5%; ფეროშენადნობები - 4, 5%; მედიკამენტები - 3,6%; აირები - 2, 8%; ტელეფონები - 2,1%; სიგარეტი - 1,8%; კომპიუტერები - 1,5%; სასუქი - 1, 3%.
ჯამურად, 2018 წლის პირველ 10 თვეში, ექსპორტი გაიზარდა 24.5%-ით 2.75 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 19.2%-ით 7.6 მლრდ აშშ დოლარამდე. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 16.4%-ით გაიზარდა და 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.