საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაიას აქვეყნებს.
ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
„ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 481.6 მილიონი ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა) და 2018 წლის პირველი ნოემბრისათვის 38.3 მლრდ ლარს მიაღწია. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.7 პროცენტია“, – აცხადებენ „ეროვნულ ბანკში“.