გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის „რეფორმატორის“ მიერ წარმოდგენილ „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის" შესრულების შეფასების პრეზენტაციას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების 2018 წლის მაჩვენებლები წარმოადგინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიით გათვალიწინებული ღონისძიებების 82% ეფექტიანად არის შესრულებული.
საუბარი შეეხო, უწყების ინსტიტუციური მოწყობის, ადამიანური რესურსების განვითარების, ინფრასტრუქტურისა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი მართვის, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობის საკითხებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრას დარგის ექსპერტები, არასამთავრობო, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.