იგეგმება საქართველოს ფოსტის პრივატიზება, ხოლო საქართველოს რკინიგზას და სახელმწიფო ელექტროსისტემას რეორგანიზაცია ელით. ამის შესახებ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისი თქმით, უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობის ამაღლება წარმოადგენს. პრივატიზება კი ამ ეფექტურობის მიღწევის ერთ-ერთი ბერკეტია.
„საქართველოს რკინიგზა, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია შედის ეფექტურობის ამაღლების პროგრამაში და ამასთან დააკავშირებით იგეგმება რეორგანიზაცია. აგრეთვე, ვგეგმავთ, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს კერძო ოპერატორების მოძრავ შემადგენლობასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ კერძო ოპერაორები, რაც ყველა ქვეყანაში მიღებულია, როგორც საუკეთესო პრაქტიკა. აგრეთვე, საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით საუბარია იმაზე, რომ გავმიჯნოთ თვითონ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ოპერატირი. ეს არის ევროკავშირთან შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს რკინიგზის ეფექტურობა გაიზარდოს და უფრო მეტი ტვირთები მოვიზიდოთ რკინიგზაზე. ამასთან, დიდი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკურ დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
რაც შეეხება პროვატიზებას და გასხვისებას, რკინიგზასთან დაკავშრებით, ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი არ მიდის. რასაც ჩვენ ვგულისმხობთ, ეს არის უფრო მეტი კერძო ოპერატორების შემოყვანა მოძრავ შემადგენლობაში.
რაც შეეხება ელექტროსისტემას, ეს კომპანიაც გვყავს განხილვაში, ეფექტურობის ამაღლებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერ-ჯერობით პრივატიზებაზე საუბარი არ არის. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ოპტიმიზაცია მათი ორგანიზაციის და აგრეთვე, მათი საინვესტიციო პროგრამის. ამის შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, დავფიქრდებით და ალბათ, დადგება დღის წესრიგში, რომ ნაწილობრივ მაინც შემოვიყვანოთ კერძო ოპერატორები ამ სისტემაშიც“,-განაცხადა გიორგი ქობულიამ.