აშშ-ის უმსხვილესი საავტომობილო კომპანია General Motors-ი (GM) ბიზნესის რეორგანიზაციის ფარგლებში ჩრდილოეთ ამერიკაში დასაქმებული თანამშრომლების 15%-ის დათხოვნას გეგმავს.ასევე 25%-ით შემცირდება კომპანიის მმართველთა შტატიც, რომელიც კომპანიის აზრით გადაწყვეტილებების მიღების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
როგორც კომპანიის ვებგევრდზე ვკითხულობთ, 2019 წლისთვის დაიხურება ქარხნები დეტროიტსა და ოჰაიოში, ასევე კანადის ქალაქ ოშავაში. საწარმოო საქმიანობას სავარაუდოდ, კიდევ ორი ქარხანა შეწყვეტს ამჯერად უკვე ამეირკის ფარგლებს გარეთ. მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ ქალაქ კუნსასში ქარხნის დახურვის შესახებაც გამოაცხადა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით GM შეწყვეტს ამერიკის ბაზრისთვის ისეთი მოდელების წარმოებას როგორებიცაა
- Chevrolet Volt, Chevrolet Impala, Chevrolet Cruze, Cadillac CT6 და XTS, ასევე Buick LaCrosse.
(განაგრძეთ კითხვა)