კორპორაცია Microsoft-ის საბაზრო კაპიტალაიზაცია ორშაბათს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად გაიზარდა და 812,93-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.ამით აჯობა Apple-ს, რომლის საბაზო კაპიტალიზაციამ ამავე სესიის განმავლობაში 812,6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს მონაცემებით Microsoft-ის აქციები 2,7%-ით, 105,79 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა Apple-ის აქციებზე ფასი 0,7%-ით შემცირდა , ამ ვარდნას მოკლევადიანი ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან მის აქციებზე ფასმა ზრდა განაახლა და ამ
დროისთვის ერთი აქციის ფასი173,01დოლარია.
როგორც ცნობილია, ოქტომბერში Apple-ის საბაზრო ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებელს 1,1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, მას შემდეგ კომპანიამ ღირებულების 22% ანუ 300 მილიარდი დოლარი დაკარგა, - წერს Bloomberg-ი.
1975 წელს ბილ გეითსის და პოლ ალენის მიერ დაარსებული კომპანია Microsoft არის კომპიუტერებისა და სხვადასხვა მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კორპორაცია. მისი სათაო ოფისი მდებარეობს რედმონდში, შტატ ვაშინგტონში.
კოკა კვირკველია