Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ ადასტურებენ

საქართველოს ბაზრიდან Wizz Air-ის გაშვებას არ ადასტურებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადებები უსაფუძვლოა.

მათივე განმარტებით, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგები ყველა ავიაკომპანიას დაუმტკიცდა იმ საავიაციო შეთანხმებების თანახმად, რაც შესაბამის ქვეყნებთან მოქმედებს.

ცნობისთვის, HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს.

მისივე განმარტებით, ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რომ „ვიზეარისთვის“ ზამთრის სეზონის განრიგები არ დამტკიცებულიყო, თუმცა, უარი მიიღო.