ეკონომიკური ექსპერტის, დავით კიკვიძის მოსაზრებით, Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ „საქართველოს რკინიგზისთვის“.
აღნიშნულ შეფასებას „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთი ტიპის ორგანიზაცია ქართულ კომპანიებს ზოგადად აფასებს და ეს შეფასება პოზიტიურია. Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ კომპანიისთვის. უახლოესი ორი-სამი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც როგორც ქვეყნისთვის ასევე თავად „საქართველოს რკინიგზის“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საწინდარია“, - აცხადებს ეკონომიკური ექსპერტი დავით კიკვიძე.
შეგახსენებეთ, რომ სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „B+“ და ამასთანავე, გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინი რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.