საქართველოში წარმოებული ღვინის ჩაი შესაძლოა, ექსპორტზე ამერიკასა და გერმანიაში გავიდეს

საქართველოში წარმოებული ღვინის ჩაი შესაძლოა, ექსპორტზე ამერიკაში გავიდეს.ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი ბუკიამ  დღეს, ღვინის ჩაის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ღვინის ჩაის ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებები ამერიკის გარდა, გერმანიასა და სომხეთის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს.

დღეის მდგომარეობით, ჩაი დასაყენებელი სახით არსებობს და მისი რეალიზაცია 1-ელ ეტაპზე ძირითადად სასტუმროებში მოხდება. რაც შეეხება ყურძნის სახეობას, ღვინის ჩაი საფერავისგან არის დამზადებული.