“თბილისის სტარტაპ-ბიურო“ ბევრი ჩვენგანისთვის საინტერესო, ინფორმაციულ, სახალისო და ინოვაციურ ღონისძიებებთან ასოცირდება, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ.
გასული თვეების მსგავსად, „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ნოემბერში ორგანიზება უკვე ოთხ სხვადასხვა ღონისძიებას გაუწია. თვის პირველი ღონისძიება PechaKucha Night იყო, რომელიც თბილისში უკვე მეხუთედ გაიმართა.
PechaKucha Night-ის მიმდინარეობისას, ტრადიციულად, სპიკერმა 20 წამში 20 სლაიდი წარმოადგინა. ამჯერად, მთავარი თემა მოგზაურობა და ახალი კულტურების აღმოჩენა იყო, რაც აუდიტორიისთვის განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის Pecha Kucha Night, მისი შინაარსი ასეთია: წესების თანახმად, ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა მიხვიდეთ, პრეზენტატორები კი თავიანთ გამოსვლას 20:20 საათზე დაიწყებენ. გარდა ამისა, თუ პრეზენტაციაზე დასწრება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის ინგლისურ ენაზეა.
უკვე წლებია, Pecha Kucha Night არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, რომელზეც შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული პირები, ინოვატორები, მეწარმეები, გავლენიანი პირები იკრიბებიან და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებს, ნამუშევრებსა და მოსაზრებებს უზიარებენ.
როგორ დაიწყო Pecha Kucha Night-ის მოძრაობა?
2003 წლის თებერვალში, თავდაპირველად, მას ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან შესახვედრად მართავდნენ, ახლა კი უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს და ძალიან პოპულარულიც გახდა, მათ შორის ერთ-ერთი თბილისია. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება „ღია სივრცეში“ ჩატარდა.
გარდა Pecha Kucha Night-ისა, „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ნოემბრის თვეში PowerPoint Karaoke-ს სამი ღონისძიებაც ჩაატარა. მოძრაობა თბილისში უკვე პოპულარობით სარგებლობს, რაც მის სახალისო ფორმატს უკავშირდება. PowerPoint Karaoke სტარტაპერებისა და საპრეზენტაციო უნარების გაუმჯობესების მსურველების საყვარელი ღონისძიებაა. ამასთან, ის განტვირთვისა და ახალი კონტაქტების დამყარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
PowerPoint Karaoke გართობას, ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და ნერთვორქინგს მოიცავს. ამასთან, ის არაფორმალური და მეგობრული გარემო ბიზნეს-იდეების გაცვლისა და ახალი პარტნიორების შეძენის კარგი საშუალებაა.
რაც შეეხება PowerPoint Karaoke-ს წესებს, ღონისძიების მონაწილეებმა პრეზენტაციის თემის შესახებ წინასწარ არ იციან, რაც გამოსვლას სახალისოს ხდის. გამომსვლელს პრეზენტაციისთვის საჭირო ტექსტის მოფიქრება სპონტანურად უწევს, რაც მას პიჩინგის გაუმჯობესებაში ეხმარება. PowerPoint Karaoke მოიცავს გართობას ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და აქტიურ კომუნიკაციას.
PowerPoint Karaoke-ს სტუმრებისთვის უკვე დიდი ხანია, ღონისძიება განტვირთვის საყვარელი ღონისძიებაა, რომლის კარიც ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.
რაც შეეხება „თბილისის-სტარტაპ ბიუროს“, ის რამდენიმე პროექტის ერთობლიობაა, რომელიც აუდიტორიას საშუალებას აძლევს, გაეცნონ წარმატებული სპიკერების წარუმატებელი ბიზნეს და საქმიან ისტორიებს, მოისმინონ იმპროვიზაციის წარმოდგენილი პრეზენტაციები და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული გამოცდილი პროფესიონალების საინტერესო ისტორიები. რაც მთავარია, „სტარტაპ-ბიუროს“ პროექტები სტარტაპებს და დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადსახვა ღონისძიებისა და განსხვავებული ფორმატების ფარგლებში თავიანთი საქმიანობა უფრო წარმატებული გახადონ.
„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ პირველი წარმატებული პროექტი Fuckup Nights Tbilisi გახდა. ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის სიახლე და ინოვაციურო აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ ფართო აუდიტორიის ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა.
„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ მიზანია, საქართველოში, კერძოდ, თბილისში, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი და ამისთვის სხვადსხვა შესაბამისი პროექტი განახორციელოს აღნიშნავენ ორგანიზაციის დამფუძნებლები გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი.
Fuckup Nights Tbilisi vol. 7-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com.
ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.