2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 52 მლნ ლარზე მეტი დაჯდა

რიგით მე-5 პრეზიდენტის არჩევა ქვეყანას 52 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ტური 28 ოქტომბერს იყო და მისი ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყო. აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი; საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,111,674 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის არჩევნების პირველ ტურზე, 7,238,050 ლარი უნდა დახარჯულიყო.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს, მისი ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 10,583,022 ლარი გამოიყო. აქედან 10,034,572 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 167,000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381,450 ლარია გათვალისწინებული.