ფაქტორები, რომლებიც მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ამცირებს

დაბინძურებული ჰაერი, რომელიც ძირითადად ავტომობილის გამონაბოლქვით არის გამოწვეული, მსოფლიოს მასშტაბით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ერთ ადამიანზე 1.8 წლით ამცირებს.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დედამიწის მასშტაბით სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაზე ჰაერის დაბინძურება უფრო მოქმედებს, ვიდრე სიგარეტის მოწევა. თავის მხრივ, თამბაქოს მოხმარება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას 1.6 წლით ამცირებს. კვლევის მიხედვით, სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია, ვიდრე ომი ან შიდსი.

მესამე ადგილზე კი ალკოჰოლი და ნარკოტიკი გავიდა, რომელიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას 11 თვით ამცირებს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის „ჰაერის ხარიხის ინდექსის“ მიხედვით, ინდოეთში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 11 წლით შემცირდა.

bpn

მკვლევარებმა დაიწყეს ვებ-გვერდზე მუშაობა, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაიგებენ, დაბინძურებული ჰაერი მათ სიცოცხლეს რამდენ წელს აკარგვინებს.

მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთი და ინდონეზია იმ ქვეყნებს შორის მოხვდნენ, სადაც ჰაერის დაბინძურება საგანგაშოა. ამ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7 და 5.5 წლით შემცირდა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის მთავრობამ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება მხოლოდ სამი წლის წინ დაიწყეს.

ლიკა ამირაშვილი

ლიკა ამირაშვილი