მოსკოვის 10 სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ ავრცელებს.
„ოპერატიულ სამსახურებში ზარები შემოვიდა ათზე მეტ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ. სავაჭრო ცენტრებიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა“, - განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ამჟამად სავაჭრო ცენტრებში სამართალდამცველები და კინოლოგები მუშაობენ.