საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ.
აღნიშნული დაფინანსება „საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, მილიონ ლარს იღებს ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 10 %-იან ბარიერს გადალახავს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს, ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რეგისტრირებულმა გრიგოლ ვაშაძემ 37,74 %, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 10,97 % მიიღო.