Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალი იმიგრანტების რაოდენობა მცირდება.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2007 წელს ამერიკაში დაახლოებით 12.2 მილიონი უსაბუთო მიგრანტი ცხოვრობდა. 2016 წელს კი ეს რიცხვი 10.7 მილიონ ადამიანამდე შემცირდა, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი არალეგალი მექსიკიდან არიან. 2007 წლის მონაცემებით, ამერიკაში არალეგალურად დაახლოებით 6 950 000 მექსიკელი ცხოვრობდა, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 5 450 000-მდე შემცირდა.
როგორც Pew-ის სპეციალისტების 2012 წელს ამბობდნენ, მექსიკიდან იმიგრანტების შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთია აშშ-ს სუსტი ეკონომიკა და ასევე, საზღვარზე გაძლიერებული დაცვა.
აშშ-ში არალეგალი იმიგრანტების რაოდენობის შემცირების პარალელურად ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობა იზრდება. 2016 წლის მონაცემებით, ამერიკაში უსაბუთო იმიგრანტის ორი მესამედი 10 წელზე მეტია დროით ცხოვრობდნენ, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2005 წელს მხოლოდ 35% იყო.
ლიკა ამირაშვილი