გერმანიაში, Deutsche Bank-ის სათავო ოფისში და ბანკის 6 ფილიალში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება ფულის გათეთრებას. როგორც ირკვევა, ბანკის ორი თანამშრომელი კლიენტებს ფულის გათეთრებაში დაეხმარა. თანამშრომლების ვინაობა არ სახელდება, ცნობილია მხოლოდ ეჭვმიტანილების სავარაუდო ასაკი - 50 და 46 წლის.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციაში 170 პოლიციელი, პროკურატურის თანამშრომლები და საგადასახადო პოლიცია მონაწილეობს. ფრანკფურტის Deutsche Bank-ის სათავო ოფისთან მისასვლელი გზა გადაკეტილია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პუირველი კომენტარი გააკეტეს ბანკშიც, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიებას ყველანაირად დაეხმარებიან.
„ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, Deutsche Bank- ის აქციები ფრანკფურტის ბირჟაზე 3% -ზე მეტით დაეცა.